საქართველოს საქმიანი ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ის უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰასლერთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტიც.
საქართველოში ვიზიტად მყოფი დიპლომატი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გუშინ იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.