უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდა

12 ივნისი 2023, 10:59 549 ნახვა

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია  გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცები.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ 95 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა, მათ შორის რამდენიმე დაჭრილი. გათავისუფლებულთა შორის არიან ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ უკრაინის ტყვეობაში მყოფი 94 რუსი მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს შესამოწმებლად.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულები  შარშან კვირების განმავლობაში რუსეთის ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის, ხანმოკლე დროით ოკუპირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და  ბახმუტის მახლობლად იბრძოდნენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი