კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მოქმედი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩაატარა.
სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელმაც თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამბის გადმოცემის, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის, ასევე, საგანგებო სიტუაციების და სხვა ტიპის სიახლეების გაშუქების შესახებ.