ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

12 ივნისი 2023, 11:40 889 ნახვა

მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის ‘’ფიდე’’ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში ‘’ჩემპიონთა მატჩი’’ დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, 14 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ მოიპოვა.

კომპოზიციების ამოხსნაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ელვისებურ ჭადრაკში ბათუმელი კესარია მგელაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკემ. საქართველოდან წარმოდგენილი იყო 120 მოჭადრაკე, მათ შორის კი 22 აჭარიდან.

ჩემპიონატი 5-11 ივნისის ჩათვლით ბათუმში გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი