ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად დაიტბორა ქუჩა და დაზიანდა ავტომობილები

09 ივნისი 2023, 17:13 1970 ნახვა

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა. ამ დროისთვის,  ქუჩის ნაწილი დატბორილია. არსებული ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა რამდენიმე ავტომობილიც დააზიანა.

დაზიანებილია მუნიციპალური ავტობუსიც. 

მიმდებარე ტერიტორიაზე დატბორილია კომერციული ობიექტებიც და შენობებზე ჩამტვრეულია მინები.

ბათუმის წყლის” ინფორმაციით, გორგილაძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა წყალმომარაგების 225 მმ-იანი მილი. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე   მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

გორგილაძის ქუჩა სამართალდამცავებს ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.  შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და "ბათუმის წყლის" წარმომადგენლები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი