„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ახალი საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც ეხება ''კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის გაძლიერებას’’.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ცვლილება გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობების პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ.
კანონპროექტის წინადადების ინიციატორების თქმით, გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება გააუმჯობესებს თანამდებობის პირთა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.