ქალთა საფეხბურთო კლუბმა ბათუმმა ქალთა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერს ლანჩხუთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პირველი ნახევარი სტუმრებმა თეონა ბაქრაძის მიერ გატანილი პენალტით მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. მეორე ნახევრის 85-ე წუთზე კი ბათუმელთა კარში კიდევ ერთი გოლი ეთერ სულაშვილმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა. ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ბათუმი 10 ივნისს სტუმრად კვარტალის წინააღმდეგ გამართავს.