ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე ახალი ელექტრონული ტაბლოები დამონტაჟდა. ტაბლოები განთავსდა ყველა ცენტრალურ ქუჩაზე. როგორც შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, წლის ბოლომდე ყველა გაჩერება იქნება ელექტრონული ტაბლოთი აღჭურვილი, რომლის მეშვეობით მგზავრებს მოძრაობის გრაფიკებთან დაკავშირებით ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ.