დღეს "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება

05 ივნისი 2023, 13:09 855 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში "დინამო" ბათუმში საკუთარ მოედანზე მთავარ კონკურენტს თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის ბათუმელები 39 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "საბურთალო" 38 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ამ გუნდების შორის მიმდინარე სეზონში გამართული ორი მატჩიდან ერთი "დინამომ" მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ამ ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 2 თვიანი შესვენება გამოცხადდება, ჩემპიონატი კი 5 აგვისტოს განახლდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში