რუსეთის საზღვართან ახლოს უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკის დაბომბვისას ორი ადამიანი დაიღუპა. საკუთარი სახლების წინ აფეთქებულმა ჭურვებმა ორი ქალი იმსხვერპლა.
კვირას მოსკოვის წინააღმდეგ მებრძოლმა პრო-უკრაინულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან რამდენიმე რუსი ჯარისკაცი აიყვანა ტყვედ რუსეთის საზღვრისპირა რაიონში. რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა ეს განცხადება ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეჭრის შემდეგ.
რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა რუსეთის თავისუფლების ლეგიონის მებრძოლებთან ერთად, პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების სერიაზე. უკრაინა უარყოფს უშუალო მონაწილეობას საზღვრისპირა თავდასხმებში.