პეკინში რეკორდული სიცხეებია

05 ივნისი 2023, 14:10 520 ნახვა

ჩინეთის დედაქალაქში რეკორდული სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით 35 გრადუსს აჭარბებს. გახშირებულია სითბური დარტყმის შემთხვევები. ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში უახლოეს დღეებში ცელსიუსით 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

აზიის ქვეყნები ანომალური სიცხის მორიგი ტალღით დაზარალდნენ, რომელმაც რეგიონში სეზონური ტემპერატურის რეკორდი მოხსნა.

მას შემდეგ, რაც აპრილში კონტინენტის დიდ ნაწილს ძლიერი სიცხეები დაატყდა თავს, მაისის ბოლოს შედარებით გრილი მუსონური წვიმების სეზონის დასაწყისში ჰაერი  რეკორდულად ისევ გათბა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში