„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
კამპანიის უმთავრესი მიზანი ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასეთი დანაშაულის შემთხვევაში პოლიციისთვის დროულად მიმართვა.
ერთი თვის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საინფორმაციო პოსტერების განთავსება საქართველოში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ასევე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან შეხვედრები.