დრონებით შეტევა რუსულ ოლქებზე

02 ივნისი 2023, 10:30 566 ნახვა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში გუბერნატორები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ აცხადებენ. საუბარია ბელგოროდის, ბრიანსკის,  კურსკისა და სმოლენსკის ოლქებზე.

კურსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, ქალაქი რუსი სამხედროების დაცვის ქვეშაა. რომან სტაროვოიტი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, კი უკრაინულმა მხარემ ორი სოფლის მიმართულებით მიიტანა იერიში, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თავდასხმები ძირითადად ღამის საათებში განხორციელდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი