ფაშინიანი - სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის

02 ივნისი 2023, 10:20 616 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის მოკავშირე არ არის. ჩეხურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ხმამაღლა არ უსაუბრიათ, თუმცა შესამჩნევია, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის, რასაც რუსეთშიც ამჩნევენ, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს დასავლეთს.

ამ შემთხვევაში, ფაშინიანის თქმით, დასავლეთს ჰგონია რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთს მხარს უჭერს, თუმცა ამ სიტუაციაში ქვეყანა მოკავშირის გარეშეა და დაუცველი რჩება. სომხეთი მოსკოვის პარტნიორი არ არის - განაცხადა ფაშინიანმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი