გიორგი შერმადინმა 2022-23 წლების საკლუბო სეზონი დაასრულა. მისი „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში „უნიკახასთან“ 0:2 დამარცხდა.
პირველი მატჩი ტენერიფეზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრას მალაგამ უმასპინძლა და კვლავ „უნიკახამ“ მოიგო – 97:74. შერმადინმა 9 წუთში 3 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
მატჩის ბომბარდირი „უნიკახას“ ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ კალინოსკი გახდა. მან 21 ქულა ჩააგდო.
მალაგელები ნახევარფინალში „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.