საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე საკონტროლო შეხვედრაში ინგლისელი თანატოლები 40:38 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
3-წლიანი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ქართველი მორაგბეები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია არიან.