უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სრულყოფისთვის ევროკომისიამ ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციები დაიწყო. ევროკომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზია მიგრაციის და უსაფრთხოების პრობლემები.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრებისა და მესამე ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე უვიზო რეჟიმმა შესაძლოა, გამოიწვიოს მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მაგალითად დასახელებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, თუმცა მათ ტერიტორიას არალეგალური მიგრაციისთვის იყენებენ მოქალაქეები იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს.