უკრაინელებმა დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

31 მაისი 2023, 10:01 478 ნახვა

გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 შეტევა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის მონაცემებით,  რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.

ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ 24 საათში განადგურებულია მოწინააღმდეგის 32 უპილოტო საფრენი აპარატი.

გენშტაბის ცნობით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში