სამზადისი ევროპის 21- წლამდელდა ფეხბურთის ჩემპიონატისთვის

29 მაისი 2023, 18:10 922 ნახვა

ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური ქუჩის მხატვრობა გამოჩნდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული. ქუჩის მხატვრობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას 21 წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა, რაც სპორტული ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მურალი 430 კვადრატული მეტრისაა და მასზე მხატვარი გიორგი გამეზარდაშვილი მეტსახელად „გამეზა“ „სთრით არტ ფესტი“-ს გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. აღნიშნულ მურალს დეპარტამენტი ბათუმის, როგორც სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოზიციონირებისა და სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით სამივე ქვეყნაში აქტიურად გამოიყენებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი