იტალიაში ტურისტული ნავი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი 

29 მაისი 2023, 14:15 557 ნახვა

4 ადამიანი დაიღუპა ტურისტული ნავის გადაბრუნების შედეგად იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში  მაჯორეს ტბაზე. 16 მეტრი  სიგრძის  ნავზე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როცა მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლის შედეგად ნავი  დაზიანდა და ჩაიძირა.  19 ადამიანმა ნაპირამდე გაცურვა მოახერხა.   

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. მყვინთავებმა  ნავის ნამსხვრევები ტბაში 16 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში