ირანული დრონების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა კიევზე

29 მაისი 2023, 10:49 476 ნახვა

რუსეთმა გასული ღამით კიევზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა  ომის დაწყების შემდეგ ირანული შაჰიდის დრონების გამოყენებით  ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უწოდა.     უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა  განაცხადეს, რომ გაშვებული  59 დრონიდან 58 ჩამოაგდეს. 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, კიევის სამიზნეებზე გასროლილი 36-ვე უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია. საჰაერო თავდასხმები  მაისის ბოლო კვირას განხორციელდა, როდესაც   კიევის დაარსებიდან ათას  541-ე წლისთავი აღინიშნებოდა.     

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში