პირადობის მოწმობა უფასოდ

17 თებერვალი 2017, 00:00 3475 ნახვა

15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათები იმ პირებზე გავრცელდება, რომლებსაც სარეგისტრაციო ჩანაწერებში ხარვეზები უფიქსირდებათ ან პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი და მისამართი არ გააჩნიათ. აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე 18 წელი უსრულდებათ. სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლედებიან. პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი