გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშე მეორედ გახდა

26 მაისი 2023, 16:48 778 ნახვა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2022-23 წლების საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ლენოვო "ტენერიფესა" და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა აირჩიეს.

აღნიშნული ჯილდო კი გიორგიმ კარიერაში მეორედ მოიპოვა და ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს გაუთანაბრდა, როგორებიც – ლუის სკოლა, არვიდას საბონისი, ფელიპე რეიესი ტანოკა ბერდი, და ნიკოლა მიროტიჩი არიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ეს ტიტული პირველად 2020-21 წლების სეზონში მოიგო.

 

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში