“ვაგნერის” ბოევიკები ბახმუტს ტოვებენ 

25 მაისი 2023, 14:04 616 ნახვა

რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია ''ვაგნერმა'' დაიწყო თავისი ძალების გაყვანა უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან და იქ თავისი პოზიციების რეგულარული რუსული ჯარებისთვის გადაცემა. ამის შესახებ ვაგნერის  დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა  ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

პრიგოჟინმა ბახმუტის სრულად  აღების შესახებ  20 მაისს განაცხადა. ამ ქალაქისთვის ბრძოლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ყველაზე  სისხლიანი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

პრიგოჟინმა  რუსეთის  სამხედრო ხელმძღვანელობას  მიმართა და განაცხადა, რომ მისი მებრძოლები მზად იქნებიან დაბრუნდნენ ბახმუტში, თუ რეგულარული არმია ვერ შეძლებს სიტუაციის მართვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი