''დინამო'' ბათუმმა ''თელავი'' დაამარცხა და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

24 მაისი 2023, 23:11 751 ნახვა

საქართველოს ეროვნული მე-16 ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე ''თელავი'' მიიღო და 2-0 დაამარცხა.

ანგარიში მუსა კონატეს გადაცემის შემდეგ 35-ე წუთზე ფლამარიონმა გახსნა და ''დინამომ'' პირველი ნახევარი 1-0 მოიგო.

მეორე ნახევარში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფლამარიონმა დუბლი გაიფორმა და ასისტენტის როლში ისევ სენეგალელი კონატე იყო. 

ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმელები ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ.

გია გეგუჩაძის გუნდს 35 ქულა აქვს და  მეორე ადგილზე მყოფ ''საბურთალოს'' 3 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ''დინამო'' ბათუმი  28 მაისს გასვლაზე ''დინამო'' თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი