გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის მეკარეა

24 მაისი 2023, 19:53 649 ნახვა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. 35-ე ტურში მადრიდის რეალთან გიორგიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 5 კარისკენ დარტყმული ბურთი მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და ვალენსიას "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 22 წლის ქართველი ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდა. მამარდაშვილი ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ. იგივე მოხდა მეოცე ტურში ჟირონასა და 34-ე ტურში სელტასთან მატჩების შემდეგ. შედარებისთვის, გასულ სეზონში 2-ჯერ გახდა ტურის მეკარე. ვალენსია მომდევნო მატჩს 25 მაისს, სტუმრად მალიორკასთან გამართავს. მამარდაშვილმა ლა ლიგის 35 შეხვედრაში 41 გოლი გაუშვა, 7-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი