უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი ჩამოაგდო - ზელენსკი

23 მაისი 2023, 11:30 522 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გასული ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო, თუმცა  არა ყველა რაკეტა. რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქში. 

უკრაინული მხარის განცხადებით,   რუსეთმა  16 სხვადასხვა ტიპის რაკეტა  და 20 ირანული შაჰედი ისროლა, უკრაინის  საჰაერო თავდაცვამ  20 რუსული დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. 

ჰიროსიმაში დიდი შვიდიანის სამიტიდან  დაბრუნებისას  მატარებელში ჩაწერილი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ  25-დან 25-ვე დრონი გაუვნებელყოფილია, თუმცა ნაწილი სამიზნეს მაინც მოხვდა. უკრაინის ლიდერმა  პარტნიორებისგან  უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა. 

დნიპრომ და ხარკოვმა, ოდესამ და ლვოვმა, კიევმა და ზაპოროჟიემ- ყველა ჩვენმა ქალაქმა და დასახლებულმა პუნქტმა საჰაერო თავდაცვის სრულფასოვანი ფარი უნდა მიიღოს - განაცხადა ზელენსკიმ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი