უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსს მოუსმინეს. თემურ ქარცივაძემ დეპუტატებს რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენეფიციართა დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა, რაც სოციალური დახმარების ოდენობის ზრდას უკავშირდება. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მხოლოდ 2016 წელს სხვადასხვა სახის შემწეობებისა და დახმარებების სახით რეგიონში 227 მილიონი ლარი გაიცა. სხდომაზე თემურ ქარცივაძემ ყურადღება უწყების მუშაობასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც გაამახვილა.