პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა თუ საპარლამენტო მოდელზე მორგება? დეპუტატების პოზიციები არაერთგვაროვანია. ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესზე საკონსტიტუციო კომისიის წევრები მსჯელობენ. შეხვედრის დასრულებამდე გაკეთებულ განცხადებებში, კომისიის წევრთა ნაწილი ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობდა. ცნობილია უმცირესობის პოზიცია. ისინი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესაძლო ცვლილებას არ ეთანხმებიან. საკონსტიტუციო კომისია გასული წლის დეკემბერში შეიქმნა. 4 სამუშაო ჯგუფი ცვლილებათა პაკეტს ამზადებს, რომელიც განხილვების შემდეგ პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.