უკრაინამ ოკუპანტის კიევზე იერიში მოიგერია

20 მაისი 2023, 12:00 654 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებების ცხელ წერტილად ბახმუტი რჩება. ოკუპანტის გაძლიერებული თავდასხმების პარალელურად უკრაინული მხარის წარმატებაზე საუბრობენ ოფიციალური პირები.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით რუსეთის ძალების რეზერვისტების უმეტესი ნაწილი ბახმუტის მიმართულებით არის კონცენტრირებული, რის გამოც ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინული მხარის კონტრშეტევები შენელდა, თუმცა ქალაქის სამხრეთ ნაწილს მაინც აკონტროლებენ. 

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით გასულ დღეს მტრის თავდასხმების დროს შაჰედის ტიპის 20 დრონი გაანადგურეს. აგრესორმა დაბომბა ხერსონის ოლქიც, სადაც დაიღუპა 2 ადამიანი.

გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ მტრის კონცენტრაციის ბანაკებზე 13 საჰაერო იერიში მიიტანეს, განადგურდა საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის საცავი. ცნობისთვის უკრაინის პრეზიდენტის იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი