პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის

19 მაისი 2023, 11:20 905 ნახვა

დღეს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდება. ავიაკომპანია ''აზიმუტის'' შემდეგ პირდაპირ ფრენებს 20 მაისიდან კომპანია ''ჯორჯიან ეარვეისიც'' იწყებს. რეისები კვირაში 7-ჯერ ჩაინიშნა.

მიმდინარე წლის ივნისიდან ავიაკომპანია ''რედ ვინგს''-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.  რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზია.

ოპოზიციის ნაწილი სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად დღეს  აეროპორტში  საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. 

კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი