იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიხსნა

19 მაისი 2023, 10:11 554 ნახვა

„დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს დაიწყო. გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკვე შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამიტი ჰიროშიმის მემორიალურ პარკში ვიზიტით დაიწყეს, სადაც 1945 წლის აგვისტოს ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

დისკუსიები შუადღისას დაიწყება. მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და დღის წესრიგი იქნება.

სამიტზე წელს, რვა სხვა ქვეყანაცაა მიწვეული: ინდოეთი, ბრაზილია, ავსტრალია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კომორის კუნძულები და კუკის კუნძულები.

სამიტს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება. სამიტი 3 დღე გაგრძელდება და 21 მაისს დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი