ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. კომისიის წარმომადგენლები ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრას ესწრებიან: "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "რესპუბლიკური პარტიის", "გირჩის", პარტია "საქართველოსთვის", "ევროპელი სოციალისტების წევრები.
ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდებიან.