სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო. გუშინ, გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.
ბავშვის ბებია ამბობს, რომ ჩუტყვავილას სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეს ოჯახის ექიმს, რომელმაც თავდაპირველად მხოლოდ მალამო და რამდენიმე მედიკამენტი დაუნიშნა.