მსოფლიო თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ოცწლიანი მმართველობის დასასრულს პროგნოზირებდა, თუმცა საკითხი დღეს ეჭვქვეშ დადგა. სავარაუდოდ, მეზობელ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ამ დროისთვის ხმები თითქმის 99 პროცენტია დათვლილი. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებისთვის ერდოღანს სულ ცოტა დააკლდა, მან ხმების 50 პლუს ერთი პროცენტი ვერ დააგროვა.
ერდოღანის მთავარი ოპონენტი ოპოზიციური „ალიანსის“ კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლი ამ დროის მონაცემებით დაახლოებით 4 პროცენტით ჩამორჩება.
თუ მეორე ტური გაიმართა და იქ უკვე ოპოზიციის ლიდერმა გაიმარჯვა, ქილიჩდაროღლს დადებული პირობის შესრულება მოუწევს.
როგორც ამბობს, გამოასწორებს თურქეთის მოშლილ ეკონომიკას და აღადგენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც როგორც ამბობს, ერდოღანის ავტორიტარული მმართველობის პერიოდში გაქრნენ.