Love Distance - ფინალური კონფერენცია ბათუმში

15 მაისი 2023, 11:01 749 ნახვა

„ლავ დისტანსი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ერასმუს + ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ბათუმში კი 2 დღის განმავლობაში პროექტის დასკვნითი კონფერენცია მიმდინარეობს. მასპინძელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

კონფერენციის 90 მონაწილე საქართველოს და ისრაელის უნივერსიტეტებში პროექტის განმავლობაში დისტანციური სწავლების პროცესში მიღებულ გამოცდილებაზე მსჯელობს.  აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების დანერგვა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან დაიწყო. თუმცა პანდემიამ პროექტში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტებს ტექნიკური მხარდაჭერაც მიეღო. პროექტს საქართველოდან 3 მონაწილე უნივერსიტეტი ჰყავს, ისრაელიდან კი  2. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი