''ქართული ოცნების'' საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ხვალ კომიტეტებზე დაიწყება.
ცვლილებათა პაკეტით, პრეზიდენტის ნაცვლად ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიულ წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც.
ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივას ისევ აკრიტიკებს. ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.