საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა დაწესებისა და ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ - პუტინის გადაწყვეტილება, ხვალიდან შედის ძალაში.საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში პრინციპული იქნება.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება, საკუთარი მოქალაქეების მიმართ სანქციების არდაწესების გამო, პრორუსული ვერ იქნება.