უკრაინის პრეზიდენტი რომში ჩავიდა

13 მაისი 2023, 15:03 653 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რომში ჩავიდა, სადაც რომის პაპს შეხვდება. როგორც ცნობილია ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში რუსეთთან ომის დასასრულებლად. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეხვდება იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას და პრემიერ-მინისტრს.

უკრაინის პრეზიდენტს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. მედიის ცნობით, ზელენსკის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი პაპთან შეხვედრა იქნება, რომელსაც ბოლოს 2020 წელს ვატიკანში შეხვდა, ომის დაწყების შემდეგ კი მათ შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი იტალიიდან ოფიციალური ვიზიტით ბერლინში გაემგზავრება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი