აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა მომავალში უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს.
ენტონი ბლინკენმა PBS-თან ინტერვიუში შტატების მხრიდან ომის დაწყებიდან უკრაინის მიმართ გამოყოფილ დახმარებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება.
ცნობისთვის, გასულ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა კონტრშეტევის დასაწყებად დროის საჭიროებასა და დამატებითი ჯავშანტექნიკის აუცილებლობაზე ისაუბრა.