ღაზის სამხრეთით, ხან იუნისში ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია ისლამური ჯიჰადის სარაკეტო გამშვები ძალების ხელმძღვანელი და კიდევ ორი ბოევიკი.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები მეორე დღეა უტევს ღაზაში ისლამური ჯიჰადის ობიექტებს, საპასუხოდ პალესტინელი ბოევიკები ასობით რაკეტას უშვებენ ისრაელის საზღვრის მიმართულებით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივთან ახლოს დასახლებულ რაიონებში, ეგვიპტის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის ინიციატივით გამოდის.
ისრაელ-პასლესტინას შორის ძალადობის ესკალაცია ისრაელის მიერ სამშაბათს ისლამური ჯიჰადის სამი მეთაურის ლიკვიდაციას მოჰყვა.
ისრაელის მტკიცებით, ისინი ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, ღაზის სექტორში 130-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა.