ქართველმა მოკრივეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მედალი გაინაღდეს 

11 მაისი 2023, 10:01 748 ნახვა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს მოკრივეთა ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები, რომელმაც სამი ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ტურნირის ნახევარფინალში გასვლა სახილ ალახვერდოვმა, ლაშა გურულმა და გიორგი ყუშიტაშვილმა შეძლეს, რაც ქართული კრივის ისტორიაში უკვე საუკეთესო შედეგია.

სახილ ალახვერდოვმა ბულგარელ ერგუნალ სებაჰტინს 5-0 მოუგო და ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კუბელ ალეხანდრო კლაროს დაუპირისპირდება. ლაშა გურულმა რუს ტარხან იდიგოვს 5-0 აჯობა და ნახევარფინალში ყაზახ დულატ ბეკბაუოვს შეხვდება.

გიორგი ყუშიტაშვილმა სომეხი რაფაელ ოვანესიანი 5-0 დაამარცხა, მისი მომდევნო მეტოქე კი აზერბაიჯანელი ალფონსო დომინგესი იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები 12 მაისს გაიმართება, ფინალური ბრძოლები კი 13-14 მაისს ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი