შიდა პარტიული არჩევნები და დაპირისპირება ენმ-ში

10 მაისი 2023, 15:02 828 ნახვა

''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევამდე  ვითარება კიდევ უფრო იძაბება. 

ახალი მენეჯმენტის პირობებში  პარტიას  ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ წევრები, რომლებსაც  ამ  პოლიტიკურ ძალასთან წლები აკავშირებდათ.   

ამ  ფონზე კი დაახლოებით  10  დღეში  შიდა არჩევნები  73 ოლქში   უნდა ჩატარდეს.  ორგანიზაციის ხელმძღვანელები უნდა  აირჩიონ აჭარაშიც.  

ბონდო თედორაძე,  ლევან  ანთაძე, მიშა ბოლქვაძე, რამინ ბერიძე, ნუგზარ ამაღლობელი და  ირაკლი ჯორბენაძე  არიან  უკონკურენტო კანდიდატები შიდა პარტიულ არჩევნებში და ყველა მოიაზრება ლევან  ხაბეიშვილის ფლანგში

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში