დასაქმების მაძიებლებს იწვევს სადაზღვევო კომპანია ''ჯიპიაი ჰოლდინგი” . ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ აღნიშნულ კომპანიაში რეგისტრაცია გაიაროთ და საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმდეთ. სულ ასეთი აჭარის მასშტაბით 50 ვაკანსიაა. პროგრამით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს, რისთვისაც არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება, შეზღუდვა არც ასაკობრივ კატეგორიას ეხება. შერჩეული კანდიდატები, მუშაობის პარალელურად გადამზადების კურსს გაივლიან, ანაზღაურება კი 400 ლარი იქნება. ამ წუთებში ე.წ - ლი დასაქმების ავტობუსი თბილისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობს. თუმცა ის ვინც დღეს პროცესში ვერ ჩაერთვება, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაციის გარეშე მონაწილეობა მიიღოს დასაქმების ფორუმში, რომელიც ბათუმში 22 თებერვალს გაიმართება.