აშშ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს - ზელენსკი

10 მაისი 2023, 10:59 636 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს  თავდაცვის ახალ პაკეტს, რომლის საერთო ღირებულება  1,2 მილიარდი დოლარია.

დახმარების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და შეიარაღებული საარტილერიო საბრძოლო მასალის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

3 მაისს აშშ-მა უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელსაც უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი