უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი, არ გაიზიარა

10 მაისი 2023, 00:32 1287 ნახვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანჰენეტის სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, ხოლო გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

უცხოური მედიის ცნობით, სასამართლოს დადგენილებით, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მწერალს შევიწროებისთვის ორი მილიონი დოლარი, ცილისწამებისთვის კი სამი მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ელიზაბეთ ჯინ კეროლის მტკიცებით, დონალდ ტრამპმა მასზე 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა. ის ტრამპისგან ზიანის ანაზღაურებასა და მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას ითხოვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში