ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

17 მარტი 2023, 19:21 1589 ნახვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.

მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი. როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, „სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“. სასამართლომ, ანალოგიური ბრალდებებით, ასევე გასცა ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში