რუსეთმა ვერ შეძლო ქალაქ ბახმუტის 9 მაისამდე აღება , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქალაქი ბახმუტი მთლიანად განადგურებულია. კიდევ რაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით ვნახოთ რეპორტაჟი.