უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ სტამბოლში მზადდება ოთხი მხარის – რუსეთის, უკრაინის, გაერო-სა და თურქეთის შეხვედრა, რომელიც შავი ზღვის გავლით სურსათის ექსპორტს შეეხება.
შეგახსენებთ, თურქეთში გასულ კვირას, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.