საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰელენა კარეირასს შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას